ფეხბურთის ფედერაციის ანგარიში

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის თარიღი ცნობილია.

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო  ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობის მოწვევის საკითხის განხილვა. გადაწყდა, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება – ეს დღე სიმბოლურად დაინიშნა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების თარიღს დაამთხვიეს.

29-ე ყრილობაზე  ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ახალ წევრებსაც აირჩევენ.