ცოტა ხნის წინ პარტია „ფედერალისტების“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. დასახელდა მმართველი სტრუქტურებიც. შეხვედრის მთავარი გზავნილი მოქალაქეებისადმი არჩევნებზე მისვლის მოწოდება იყო. პარტიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ისინი არ იქნებიან წარმოდგენილი, მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ უნდა დააფიქსიროს.