ფაშიზმზე გამარჯვების დღე

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება. ომის ვეტერანები კიკვიძის ბაღში იკრიბებიან. საქართველოში დღეს მეორე მსოფლიო ომის 114 ვეტერანია. მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 1 000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა – 500 ლარი მიიღეს.

დღევანდელი დღე ვეტერანებს კიკვიძის ბაღში პრემიერმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს.