შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებაში ბრალდებული ორი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, დადგენილი არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მასალა პირველებმა ატვირთეს ინტერნეტ-სივრცეში, რის შემდეგაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ ვიდეო სომხეთში, ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეს გადაუგზავნა, რომელმაც შემდეგ ის ქსელში ატვირთა.
ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. როგორია მათი პოზიცია და გამოძიების რა დეტალებზე ლაპარაკობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, – გიორგი კობერიძე დეტალებით.