სოსო გოგაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულს რამდენიმე საათში ადვოკატი მოინახულებს. უფლებადამცველის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ აქვს წაყენებული.

სპეცოპერაცია გოგაშვილის დასაკავებლად გუშინ, გვიან ღამით განხორციელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სამი მუხლით არის დაკავებული. მას ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.