პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების „იუთუბზე“ გავრცელების ბრალდებით დაკავებულ მირიან მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მჟავანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დღეს გათავისუფლდება. მისი ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყბეტილება მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რადგან გირაოს თანხა ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია.
ადვოკატი 1000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მჟავანაძე ბრალს აღიარებს, მან ვიდეო „იუთუბზე“ საკუთარი არხის პოპულარიზაციის მიზნით განათავსა და სხვა მიზანი არ ქონია.