„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე „ფაიზერის“ ფირმის ვაქცინითაც შესაძლებელია. პრეპარატის 30 ათასი დოზა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს მიიღო.
მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ. მათ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის საშუალება ექნებათ. ვაქცინა უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ყველა იმ კლინიკაში გადანაწილდება, რომლებშიც „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტიდან მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ბრიფინგი იმართება.

მოამბე