ამ წუთიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება.
დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. უშუალოდ აცრის პროცესი კი ორშაბათიდან, 26 ივლისიდან განახლდება. სასურველი კლინიკისა და დროის მონიშვნა, როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი. აქვე შეგახსენებთ, რომ „ფაიზერით“ აცრა უკვე 16 წლიდან არის შესაძლებელი.