დღევანდელ პრეზენტაციაზე პრიორიტეტულ სამ ტექნოლოგიურ მიმართულებას შორის ფაგების წარმოებაც დასახელდა. ამ მხრივ საქართველოს ასწლიანი გამოცდილება აქვს. ბაქტერიოფაგების კვლევა და ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნაზე მუშაობა ქვეყანამ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დაიწყო. დღეს უკვე ფაგების წარმოება თანამედროვე ჯიემპის სტანდარტის საწარმოში მიმდინარეობს. პროდუქცია რვა ქვეყანაში გადის. საკმაოდ დიდია საერთაშორისო გამოხმაურებაც. თუმცა, მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოება და ცნობადობის გასაზრდელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. ფაგებს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს ქვეყნის შიგნითაც. მოთხოვნა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება.