„გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ განაცხადა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შეისწავლეს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება.

გამოიკვეთა, რომ 2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებით 900 მლნ. დოლარი, 2021 წელს კი – მილიარდ 300 მილიონი მიიღო. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან მოქალაქეები არიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ხელისუფლებამ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მინიმუმამდე უნდა შეამციროს და აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე.