დღეს, ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი პირველად წარდგება.
თბილისის დროით 23:00 საათზე ლივერპულში მეორე ნახევრფინალური ტური იწყება, სადაც ქართველი კონკურსანტი ირუ ხეჩანოვი მე-11 ნომრად წარდგება. საქართველოს წარმომადგენელს განსაკუთრებული გულშემატკივრობა სჭირდება. სწორედ დღეს გაირკვევა, ვინ მოხვდება მეორე ნახევარფინალურ ტურში მონაწილეებისგან ფინალში, რომელიც 13 მაისს გაიმართება. ხმის მიცემა იმ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ, რომლებიც დღევანდელ ტურში მონაწილეობენ.