„ევროვიზია 2022“-ზე საქართველომ უკრაინას 12 ქულა მიანიჭა

საქართველოს ეროვნული ჟიური ადასტურებს, რომ 12 ქულა უკრაინას მიანიჭა, ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც, რომელიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს გადაეგზავნა. განცხადებები გააკეთეს საქართველოს დელეგაციის წევრებმაც, რომლებიც უკვე აეროპორტში იმყოფებიან და იტალიიდან თბილისისკენ გამოემგზავრებიან. მათ „მოამბის“ ჟურნალისტი, მარიკა შალიკაშვილი ესაუბრა და სწორედ მისგან მოვისმენთ დეტალურ ახსნას – რა მოხდა ევროვიზიის კონკურსზე და რა სახის ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი.

ნათია მშვენიერაძე – ჩვენთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო, რაც ეთერით ვნახეთ, ევროვიზიის ქართულმა ჟიურიმ დაწერა სულ სხვა ქულები, მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდებით პასუხს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან

მოამბე