საბავშვო ევროვიზია 2022 – საქართველოს დელეგაცია სომხეთიდან დაბრუნდა

22:04, 12.12.2022

წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართული დელეგაცია სომხეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

„საბავშვო ევროვიზია 2022“-ის ქართველ მონაწილეს მარიამ ბიგვავას პირველი არხის თანამშრომლებმა საზეიმო დახვედრა ტელევიზიაში მოუწყვეს. მარიამ ბიგვავამ მუსიკალურ კონკურსზე სიმღერა სახელწოდებით „მე მჯერა“ შეასრულა და მესამე ადგილზე გავიდა.

„საბავშვო ევროვიზია 2022“-ს სომხეთის დედაქალაქი ერევანი მასპინძლობდა.

მსგავსი