დღეს ევროვიზია 2022-ის ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები იმღერებენ.
ჯგუფ “სირკუს მირკუსის” წევრებმა გუშინ წარმატებით გაიარეს გენერალური რეპეტიცია, რომელსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს. დღეს კი 23 საათზე ტურინის „პალა ოლიმპიკოს“ სცენაზე ნახევარფინალში იმღერებენ. პირველი არხი შოუს ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.