ევროვიზია 2022

ხვალ ევროვიზიის სცენაზე ქართველი მონაწილეები გამოვლენ.

მეორე ნახევარფინალურ ტურამდე ერთი დღე რჩება. საქართველოს ჯგუფი „ცირკუს მირკუსი“ წარმოადგენს სიმღერით „ლოქ მი ინ“. ქართველი მონაწილეები მეხუთე ნომრად გამოვლენ. კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი მასპინძლობს. დღეს „პალა ოლიმპიკოს“ დარბაზში გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რომელსაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. რაც შეეხება პირველ ნახევარფინალს, გუშინდელი ტურის შედეგად 17 ქვეყნიდან ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა. ფინალური ტური 14 მაისს გაიმართება.

„მოამბე“ ტურინიდან, – მარიკა შალიკაშვილი აშუქებს წლევანდელ ევროვიზიას.