ევროსასამართლოს კითხვები საქართველოს

აფგან მუხთარლის საქმის გამო, საქართველოს ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მოუწევს.

სტრასბურგიდან თბილისში გამოგზავნილ კითხვებზე საპასუხოდ ოფიციალურ თბილისს თითქმის ერთთვიანი ვადა აქვს.

სტრასბურგის სასამართლოს აინტერესებს, დატოვა თუ არა ჟურნალისტმა ქვეყანა მისი ნების წინააღმდეგ, ხომ არ ჰქონდა აზერბაიჯანში მოხვედრამდე მუხთარლის მიმართ სასტიკ მოპყრობას ადგილი და იყო თუ არა მისთვის ხელმისაწვდომი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.

მუხთარლი აზერბაიჯანის და საქართველოს წინააღმდეგ” – ამ სახელწოდებით სტრასბურგში სარჩელი გაუჩინარებული ჟურნალისტის ადვოკატებს აქვთ გაგზავნილი.