ისევ უცნობია, შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი თანამშრომლობას ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად. ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექნის იმედი არ აქვთ. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი გაწერილ სამოქმედო გეგმას მიჰყვება. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვას კიდევ ერთხელ სთავაზობს.