ევრორეკომენდაციების შესრულება - ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტში

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რა ეტაპზეა პროცესი – ამ საკითხებზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ევროკომისიის შემდეგ, უკვე ევროპარლამენტში ისაუბრებს. ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკკალისტერს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ ასევე შეეხება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.