"ევროპულმა საქართველომ" არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
“ევროპული საქართველოს” წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა საპრეზიდენტო კანდიდატის ოფისში გაიმართა. პარტიის წევრების განცხადებით, კამპანიის წარმოება პოლიტიკურ სუბიექტებს არათანაბარ პირობებში უწევთ.
გიორგი კანდელაკმა არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვიდეომასალაც წარუდგინა, სადაც მათი კანდიდატის სააგიტაციო მასალის ჩამოხევაა ასახული.
მისი განცხადებით, აუდიტის სამსახური ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის ფინანსურ დარღვევებზე არ რეაგირებს, უწყებათაშორისი კომისია უმოქმედოა და არ ხდება არც დარღვევებისა და არც ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიება.