„ევროპული საქართველო“ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანია რამდენიმე ფეისბუქგვერდზე მიმდინარეობს.
სერგი კაპანაძის მტკიცებით, ოპონენტების მისამართით დაწყებული კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდანაა მართული. კაპანაძის თქმით, მმართველ გუნდს სურს, „ევროპული საქართველო“ წარმოადგინოს როგორც მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებულ პარტიად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.