ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. „ევროპული საქართველოს“ წევრები, ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც, მათი თქმით, 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა თავად ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეს დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებთან არანაირი შეხვედრა არ ჰქონდა დაგეგმილი.
დაცვის წევრებმა ხოშტარიასა და გოგორიშვილს აუხსნეს, რომ საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და ცესკო-ს შენობაში მაინც შევიდნენ. ამ დროისთვის თამარ ჟვანიასთან „ევროპული საქართველოს“ წევრების შეხვედრა დასრულებულია.
ელენე ხოშტარიას განმარტებით, მათი მოთხოვნა კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება იყო, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.