პარტია „ევროპული საქართველო“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო აქციის გამართვას გეგმავს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს, რომ მოქალაქეების თავშეყრა არ მომხდარიყო. საავტომობილო აქცია 21 ოქტომბერს გაიმართება და როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება.