რუსული პროპაგანდის შესამცირებლად, ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტს კანონპროექტების პაკეტს სთავაზობს.
ინიციატივა რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და მისი მიზანი რუსული გავლენების კანონის გზით შემცირებაა.
სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთიდან მომავალი პროპაგანდა პარლამენტმა პოლიტიკურ დონეზე უნდა აღიაროს საფრთხედ, ასევე მთავრობამ უნდა განსაზღვროს ისეთი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, რომ საქართველოში რუსულ პროპაგანდას და საფრთხეებს ებრძოლოს.
საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქციამ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა.