„ევროპული საქართველოს“ განცხადება

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თამაზ ახობაძე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, სამსახურში აღდგენასა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, თამაზ ახობაძე ცდილობს, თავისი სიმართლე დაადგინოს, რადგან ის იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს უკანონოდ გამოუშვეს და სასამართლო დავა ორჯერ მოიგო, თუმცა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას თავს არიდებს.