„ევროპული საქართველო“ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინას საფრთხე ემუქრება, მნიშვნელოვანია უმაღლესი რანგის ვიზიტის განხორციელება საქართველოდან.
ასევე, კანდელაკი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა, მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე, არის სიტუაციის შეუსაბამო. „ევროპული საქართველო“ აპირებს თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქციის გამართვას.