„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს წინასაარჩევნო კამპანიაში ოპონენტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ვიდეომასალა აჩვენა, სადაც მისი თქმით, ყაზბეგის ქუჩაზე, კანონის ფარგლებში, სამშენებლო ღობეზე გაკრული დავით ბაქრაძის პლაკატს დასუფთავების სამსახური უკანონოდ ხსნის.
ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას სამართლიანი კონკურენციის ეშინია. კახი კალაძის გაცემული დავალება კი ოპონენტებთან ბრძოლისკენაა მიმართული.