„ევროპული საქართველოდან“ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, ბესიკ დონაძემ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად ზუგდიდის მერიის, საკრებულოს, აიპი-ს, სკოლის დირექტორების დანიშვნაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს ადამიანები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები არიან და ვერანაირად ვერ იქნებიან ნეიტრალურები.
„ევროპული საქართველოს ბრალდებებს“ უპასუხა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მირანდა მესხის განცხადებით, საუბნო კომისიების ნეიტრალური წევრების არჩევის პროცესი იყო გამჭვირვალე, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა წევრი შეირჩა ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.