„ევროპული საქართველოს“ განცხადება

სამომხმარებლო ფასების დასარეგულირებლად, პირველ რიგში, ბიზნესრეგულაციების შემცირებისა და გადასახადების დაწევის აუცილებლობაზე საუბრობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საკითხზე  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ფასების მატება და ლარის გაუფასურება, “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა და ბიზნესასოციაციებისა და დისტრიბუტორებისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.