„ევროპული საქართველო“ - თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა ამომრჩეველთან

არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით, „ევროპული საქართველო“ – თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მოსახლეობას მთაწმინდაზე, ჟღენტის ქუჩაზე შეხვდა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს, არჩევნების გაყალბების საშუალება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ მიზნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება შესაძლებელი იქნება.