„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ საპოლიციო კონტროლის დროს მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები. ელენე ხოშტარია თქმით, იმისათვის რომ აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი, საჭიროა სხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ საპოლიციო კონტროლის დროს თანაბარად უნდა იყოს დაცული მოქალაქეების უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები.