„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაში ადანაშაულებს.

პარტიაში ამბობენ, რომ უმრავლესობა ცდილობს არეულობას და სწორედ ეს განაპირობებს ეკონომიკურ ვარდნას. ზურაბ ჭიაბერაშვილი სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.