"ევროპული საქართველო" აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ეხმაურებიან “ევროპულ საქართველოში”. ოპოზიციური პარტიის წევრებს შეკითხვები ისევ ხელისუფლებასთან აქვთ – როგორ აღმოჩნდა მუხთარლი თბილისის ცენტრიდან ბაქოში.

პარტიის წევრების განცხადებით, საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით, არგუმენტირებული განმარტებები, პირველ რიგში, ქართულმა მხარემ უნდა გააკეთოს. გამოძიების გაჭიანურება კი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.