„ევროპული საქართველო“ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
ელენე ხოშტარიამ კომისიის შექმნის მოთხოვნით, წერილი პარლამენტის კანცელარიაში დღეს ჩააბარა. ხოშტარიას თქმით, როცა გამოძიების მიმართ ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზია არსებობს, გამოსავალია, პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია აიღოს და კითხვებს პასუხი საპარლამენტო ფორმატში გასცეს.