თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ევროპის მუზეუმების აკადემიის „ი ემ ეი – 2023“ კონკურსის სპეციალური პრიზი მიიღო. სპეციალური აღნიშვნის პრიზი გაერთიანებამ დაიმსახურა იმისთვის, რომ თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს, დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე.
მუზეუმი ქმნის სამუზეუმო ქსელს ისტორიის და კოლექციების გამოყენებით და აკავშირებს საზოგადოებას თანამედროვეობასთან, რომ მისი სამუზეუმო სივრცეები, გადაწყვეტები და კონცეფციები აჩვენებს კრეატიულ მიდგომას ცოდნის მიმართულებით. ევროპის მუზეუმების აკადემიის განსაკუთრებული პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან ერთად, ასევე გადაეცა კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნულ მუზეუმს.