ახალი გამოცემის პრეზენტაცია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში. „ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუშაობის ოთხი წლის ანგარიში და მომდევნო ოთხი წლის სამუშაო სტრატეგია წარუდგინა.