ინოვაციური პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

18:50, 06.12.2023

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში, პროექტის „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს.

საზოგადოებას გააცნეს თანამშრომლობის მორიგი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მუზეუმი ელექტროენერგიას მზის პანელების მეშვეობით მიიღებს. ამიერკავკასიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადადის და მზის ენერგიას მოიხმარს. მზის პანელები, კერძო სექტორისა და მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელებული რიგით მეოთხე ინოვაციური პროექტია.

მსგავსი