ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
საბჭოს მიზანია ინოვატორებს დაეხმაროს მომავლის ბაზრების შექმნაში, კერძო ფინანსების მართვასა და კომპანიების გაძლიერებაში.
ევროპული ინოვაციების საბჭო დაფინანსებას გასცემს როგორც ბიზნესგეგმის მქონე სტარტაპერ კომპანიებზე, ისე დაეხმარება კომპანიებს, რომელიც ტექნოლოგიური მზაობის ადრეულ ეტაპზე არიან.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კვლევითი პროექტების დაფინანსებაც, რომელთა მიზანიც რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაა.