ჰაკათონი Smart city ზუგდიდში

ჰაკათონი Smart city ჩატარდა ზუგდიდში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით. ღონისძიებამ საქართველოს მასშტაბით ურბანისტები, არქიტექტორები, პროგრამისტები, ინჟინრები, დიზაინერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა. მათ ორი დღის განმავლობაში Smart City-ს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე იმუშავეს და საბოლოო პრეზენტაციის სახით წარადგინეს იდეები და პროტოტიპები. ღონისძიების გამარჯვებული გახდა გუნდი Track Life ზუგდიდიდან, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან გრანტის სახით 5 000 ლარი მიიღო. გამარჯვებული გუნდი გახდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის რჩეული და გადაეცა 2 000 ლარი.

ფულადი პრიზები ღონისძიების პარტნიორებისგან მათ რჩეულ გუნდებსაც გადაეცათ.