ახალი პროექტი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის შესასწავლად

„დუ ით ინ ჯორჯია“– ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, მოთხოვნადი და ერთ- ერთი ყველაზე შემოსავლიანი პროფესია შეისწავლოს. აი-ტი სფეროში ცოდნის გაღრმავების მსურველებისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 10-მდე ტრენინგ-პროვაიდერი უკვე შეარჩია. აიტი კომპანიები ჯამში 5 ათასამდე ადამიანს სხვადასხვა პროგრამებზე გადაამზადებენ.

მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რა პროცედურების გავლაა საჭირო პროექტში მონაწილეობისთვის.