ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები

„ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, ევროპის „სოციალისტური პარტია“ დატოვოს. მიზეზი გაერთიანების ვიცეპრეზიდენტის განცხადებაა, რომელიც უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. კეტი პირი აცხადებს, რომ კონსერვატიულ პარტიას ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. ამ გზავნილს საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა მმართველი გუნდისგან.

პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოსვლის დროს ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობის დაცვაზე გააკეთა აქცენტი, „სოციალისტური პარტიის“ ვიცეპრეზიდენტს მაღალი რანგის პოლიტიკოსებზე მიუთითებს და არ გამორიცხავს, რომ პარტიამ თავად გადახედოს ამ თანამშრომლობას.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითხის პოლიტსაბჭოს ფორმატში განხილვას აანონსებს. ევროპის „სოციალისტური პარტიის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციაშიც ეხმაურებიან.