საქართველო, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას, დღეს, 15 მაისს, ოფიციალურად საბერძნეთს გადააბარებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ზალკალიანს გადასცემს. საგარეო საქმეთა მინისტრი, გასული 6 თვის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს, ონლაინ რეჟიმში შეაჯამებს.