ევროპის მოედანზე საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდა

თბილისში, ევროპის მოედანზე საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდა.  ე.წ სითი ბოქსი მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ დაამონტაჟა. საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში, პირველ ეტაპზე, 30 ლოკაციაზე განთავსდება. შემდგომში კი აუქციონის გამოცხადება ახალ ლოკაციებზე იგეგმება.

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე  გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.