ექიმები მოქალაქეებს იმუნიზაციის კალენდრის დაცვისკენ მოუწოდებენ.
კორონა-პანდემიის შემდეგ ცალკეულ ვირუსულ ინფექციებზე სავალდებულო ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია. განსაკუთრებული აქცენტი წითელას გეგმიურ იმუნიზაციაზე კეთდება, რამაც საქართველოში დაავადების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ანალოგიური სურათია ევროპის ათეულობით ქვეყანაში. საქართველო ევროპის იმუნიცაზიის კვირეულს უერთდება. კვირეულის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები გეგმიური აცრების გამოტოვებით მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბარს ეთმობა.