საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის ფარგლებში დარგის პროფესიონალებს, სტუდენტებსა და თემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ეკოტურიზმის სპეციალისტები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
კონფერენციის მისია ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაა, ევროპაში ტურიზმით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე მსჯელობა და ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.
სამდღიანი კონფერენცია სიტყვით გახსნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.