გიორგი ჩოგოვაძე გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა

„წიგნის სახლში ბახტრიონზე“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა. გერმანული მედიის წარმომადგენლები თბილისში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით იმყოფებიან.

სტუმრები ქვეყნის ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებს მოამზადებენ და 9-დღიანი ტურის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ. გერმანული აუდიტორია აღნიშნული სტატიებით ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში დაგეგმილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.