ევროპის კვირეული დასასრულს უახლოვდება. დასკვნით ღონისძიებას „ექსპო ჯორჯია“ მასპინძლობს. საგამოფენო ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა სივრცე. გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ღირებულებები, ეკონომიკა, განათლება, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღევანდელ ღონისძიებაზე კი გუნდები ინტელექტუალურ თამაშში „რა სად როდის“ ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეული გამორჩეული იყო, რადგან წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის დღეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით შეხვდა.