ევროპის დღეების ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია ორბელიანის მოედანია, სადაც ესპანური და შვედური კულტურა და ტრადიციები გაცოცხლდება. წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთია, რომელიც მომავალ წელს ამ სტატუსს ესპანეთს გადააბარებს. ორი დღის განმავლობაში თბილისის ისტორიულ უბანში ორი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, წეს-ჩვეულებებისა და სამზარეულოს წარმოსაჩენად მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
ორბელიანის მოედანზე იმყოფება კესო ქაფიანიძე – როგორი განწყობაა ადგილზე?