ესპანურ კულტურასა და ტრადიციებს ეზიარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ორბელიანის მოედანზე მივლენ. ევროპის დღეების მასპინძელი წელს ორი ქვეყანა – შვედეთი და ესპანეთია. თბილისის ისტორიულ უბანში ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი. აგრობაზრობის პარალელურად, მოედანზე ესპანელი და ქართველი მოცეკვავეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას ჩვენი ჟურნალისტი, კესო ქაფიანიძე ესწრება.