ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია გერმანიაში, იტალიასა და სლოვაკეთში. ევროპის ქვეყნებმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები უკვე მიიღეს. ევროკავშირში იმუნიზაციის პროცესის ერთობლივად დაწყება ერთიანობის ნიშნად გადაწყვიტეს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, ვაქცინაციის დღეები ევროპის წარმატების ისტორიაა. მისი თქმით, ევროკავშირმა საკმარისი რაოდენობით ვაქცინის დოზები შეიძინა, რომ 450 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია გამხდარიყო შესაძლებელი. ვაქცინა ევროპის ქვეყნების მოსახლეობას დღეიდან გაუკეთდება.