ევროპარლამენტში საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან
ევროპარლამენტში საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. დოკუმენტში, რომელიც 20 პუნქტისაგან შედგება, ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს. დოკუმენტში ცალკე თავი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეს და სანქციების დაწესების საკითხს ეთმობა. რეზოლუციას ყველა პოლიტიკური ჯგუფი ემხრობა.